1.სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ პირებთან; ბ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს; გ) აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების კონსპირაციის მიზნით ახორციელებენ მათ დაშიფვრას; დ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებენ ხელშეკრულებებს; ე) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს; ვ) უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავენ თავიანთ მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას; ზ) უზრუნველყოფენ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის; თ) თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
2.სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით სადაზვერვო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მეთოდები და საშუალებები.
