კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
Always up-to-date legal framework
დაცვით ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) ლიცენზიის ფარგლებში განახორციელოს დაცვითი საქმიანობა, გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები დამკვეთთან და მცველთან; ბ) იმოქმედოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) მოსთხოვოს დამკვეთსა და მცველს შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება; დ) დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს; ე) შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და დავალებები მისცეს მცველს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არ გამომდინარეობს კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებიდან – მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული მითითებები და დავალებები წინააღმდეგობაში არ იქნება მცველთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებასთან და არ გამოიწვევს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას; ვ) შეიძინოს იარაღი და სპეციალური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იქნება ობიექტის დაცვისათვის; ზ) შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით ისარგებლოს რადიოკავშირის საშუალებებით (რაციით); თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, თუ აღნიშნული ქმედებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.