1.სადაზვერვო საქმიანობის მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.
2.სადაზვერვო საქმიანობის სფერო განსაზღვრულია ამ კანონით და მისი შეზღუდვა ან გაფართოება შეიძლება მხოლოდ კანონით.
3.სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ კანონითა და ეროვნული სადაზვერვო პროგრამით.
