საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება; დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
Article 7. საგარეო უსაფრთხოება
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025






