საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ
Article 17^1. (ამოღებულია)
Compare versions
1. სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 2.სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის დროსაც სამსახურის მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს მისთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამსახურის მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით. 3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3124 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. [მუხლი 17 1 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
