საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Article 46. მესამე პირთა კეთილი ნების დაცვა
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 15 Dec 2023
თუ მეუღლეების ქონებრივი ურთიერთობები ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამართალს და ერთ-ერთ მეუღლეს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს ან სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში ეწევა, მაშინ მესამე პირთან დადებული გარიგებების მიმართ პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება, თუ ამ პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
