1.ინვესტორს უცხოელის სამუშაოზე მიღების უფლება აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოელს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი გადაყვანის ან გატანის უფლება.
2.არ შეიძლება დაწესდეს საწარმოს ხელმძღვანელ ორგანოებში სავალდებულოდ ასარჩევ ან დასანიშნ საქართველოს მოქალაქეთა აუცილებელი მინიმალური რიცხვი.
3.მუშაკთა სოციალური დაზღვევის, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი გადასახადებისა და შენატანების გადახდის შესახებ კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ უცხოელ მუშაკებზე, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში.



