საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ: ა) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; ბ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი; ბ 1 ) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე; ბ 2 ) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28 3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა; გ) იგი წვევამდელის ასაკისაა და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის მისი გავლის ვალდებულებისგან; დ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა, რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.
2.დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ვალდებული არიან, მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2- დღიანი დამატებითი ვადა.
3.სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.
4.გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით.
5.ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265 საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №716 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №957 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №985 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.
1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე,გაცემაზე , აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე,გადაკვეთაზე თუ:, ა)თუ : ა ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;დევნა ბ); ბ ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი;სასჯელი გ); გ ) იგი წვევამდელისწვევამდელი ასაკისაა და არ გაუვლია წვევამდელთამოუხდია ეროვნულისავალდებულო სამხედრო სამსახური,სამსახური , თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის მისიამ გავლისვალდებულებისგან ვალდებულებისგან;; დ)დ ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა,ვადა , რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან.სამუშაოსთან ამასთანავე,. ამასთანავე , ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;წელს ე); ე ) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს.საბუთებს . 2. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს,ორგანოებს , ფიზიკურ და იურიდიულ პირებს,პირებს , რომლებიც ვალდებული არიან,არიან , მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.დოკუმენტები . თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად,წარსადგენად , სახელმწიფო ორგანოები,ორგანოები , ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან,არიან , ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს,სააგენტოს , რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2- დღიანი დამატებითი ვადა.ვადა . 3. სახელმწიფო ორგანოების,ორგანოების , ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2მე -2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.ვადაში . 4. გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით.ფორმით . საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ . , მუხ . 265 საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №716 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
These lawyers work in the legal area related to this article.