1.ნიადაგი – დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით.
2.ნიადაგის ეროზია − ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ნიადაგური მასის რღვევა, დაშლა, გადატანა, ჩამორეცხვა.
3.დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად, თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორის, ჟანგვა - აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგროვება.
4.დამლაშებული ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას.
5.ბიცობი – ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.
6.მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე აქვს რექცია (PH 60- ზე).
7.ძლიერი ქვიანობა – ნიადაგის ზედაპირის 20-40%- ით დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით.
8.ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების, ხარისხის შედარებითი შეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგისა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე.
9.ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს.
