"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"

„გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“ თანამედროვე ქართული იურიდიული ფირმაა, რომელიც მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ პირებს, ბიზნესებსა და საერთაშორისო კლიენტებს. ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია სიზუსტეზე, გამჭვირვალობასა და გაზომვად შედეგებზე.
კომპანიის შესახებ
იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“ ბოლო წლების ქართული იურიდიული სფეროს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიამ დაფუძნებიდან დღემდე სამართლის სხვადასხვა დარგის მიმართულებით ორასზე მეტი წარმატებული საქმე აწარმოა. კომპანიის ადვოკატებმა აწარმოეს ისეთი საყოველთაოდ ცნობილი და რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეები როგორიცაა, პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული, დეკანოზ გ.მ, ე.წ "ციანიდის"; კლუბ ბასიანის სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების; ნამახვანჰესის საქმესთან, ასევე სხვადასხვა ცნობილ პოლიტიკოსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები. კომპანიის ადვოკატები იცავდნენ ისეთი დიდი და ცნობილ ორგანიზაციების ინტერესებს, როგორიცაა ტელეკომპანია „იბერია“ და „ომეგა ჯგუფი“; საერთაშორისო კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“ და სხვა. ჩვენი კომპანიის კლიენტები არიან ასევე უცხოელი ინვესტორები და ცნობილი ევროპული კომპანიები, როგორიცაა: Santander Consumer Bank AG, EOS Investment GmbH, AVS Group და სხვა. კომპანიის ადვოკატებს აქვთ გამოცდილება ტელევიზიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან საქმიანი თანამშრომლობისა. კომპანია "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები" კლიენტს სთავაზობს იურიდიული სერვისების ფართო სპექტრს. ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულებით, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა/წარმომადგენლობის მიმართულებით.
მისია
ჩვენი მისიაა კლიენტებისთვის ეფექტური, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, სამართლიანობის, პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიული ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით
ხედვა და ღირებულებები
ჩვენი ღირებულებებია; ● სანდოობა, ● კლიენტზე ორიენტირებულობა ● ხარისხი, ● პროფესიონალიზმი, ● შეუპოვრობა, ● თანასწორობა, ● ხელმისაწვდომობა, ● მუდმივი განვითარება, ასევე კომპანიის მნიშვნელოვანი მისიაა, დაეხმაროს ახალგაზრდა სპეციალისტებს, იპოვონ ადგილი ჩვენს გუნდში, განვითარდნენ პროფესიულად და შემოუერთდნენ კომპანიის ღირებულებებს.
ისტორია
იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“ დაარსდა 2018 წელს და კლიენტებს სთავაზობს შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას
როგორ ვმუშაობთ
ჩვენი მუშაობა ეფუძნება სიზუსტეს, სტრატეგიასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. ყოველი საქმე იწყება დეტალური ანალიზით, რის შემდეგაც ვამუშავებთ მკაფიო სამართლებრივ სტრატეგიას, მორგებულს კლიენტის მიზნებზე. პროცესის განმავლობაში ვუზრუნველყოფთ გამჭვირვალე კომუნიკაციას და ვმოქმედებთ ეფექტურად, პრაქტიკული შედეგის მისაღწევად.
