Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.geLegal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

  1. მთავარი
  2. /
  3. კომპანიები
  4. /
  5. თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი / Temur Kavshbaia Law office
თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი / Temur Kavshbaia Law office

თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი / Temur Kavshbaia Law office

"თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი" დაარსდა 2015 წელს ქ. ბათუმში. იურიდიული კომპანია დაკომპლექტებულია 7 (შვიდი) მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადვოკატით. საადვოკატო ოფისი ახორციელებს საქმიანობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის მიმართულებით, აგრეთვე საბანკო სამართლის, საზღვაო სამართლის, კორპორაციული და კომერციული სამართლის სფეროებში .

ვერიფიცირებულიEstablished
ქ.ბათუმი, 26 მაისის ქ.N68, ოფისი N18ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ოზურგეთი, ხელვაჩაური, ხულო, ზუგდიდი
ნესტან ანანიძენიკა ზოიძენინი ჩახუნაშვილიმარიამ ჯორბენაძე
4 სპეციალისტი

პლატფორმაზე

ვებსაიტირუკაზე ნახვა

პირდაპირი კონტაქტი

ვერიფიცირებული

4 სპეციალისტი

ჩვენი სპეციალისტები

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

სისხლის სამართლის ლიცენზირებული ადვოკატი, სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო საქმიანობას, ისე სასამართლო სისტემაში მუშაობას. მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება კლიენტის უფლებების ეფექტიან დაცვას, ეთიკურ სტანდარტებსა და მაღალი ხარისხის სამართლებრივ მომსახურებას. სამუშაო გამოცდილება 2026 წლის იანვრიდან მუშაობს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ბიუროში ადვოკატად. 2022-2025 წლებში მუშაობდა სამოქალაქო ორგანიზაციაში იურისტად. 2021-2022 წლებში კი სტაჟირება გაიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში. განათლება სისხლის სამართლის მაგისტრი, წითელი დიპლომი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2022-2024 წწ); სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წითელი დიპლომი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017-2021 წწ).

ძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებებიეკონომიკური და კიბერდანაშაულები
პროფილის ნახვა
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

2025 წელს დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მომენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი; 2025 წელს ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრატურის საფეხურზე; ჩაბარებული მაქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო სპეციალიზაცია); ვარ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; 2023-2024 წლებში ვმუშობდი უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე; 2023-2024 წლებში გავიარე სტაჟირება ბსუ-ს იურიდიულ კლინიკაში; 2024 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 1 მარტამდე ვმუშაობდი შპს "ბათუმის სამედიცინო ცენტრში" იურისტის პოზიციაზე; 2026 წლის 2 მარტიდან - დღემდე ვმუშაობ თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში.

დელიქტური სამართალიშრომითი ხელშეკრულებები და ურთიერთობები+8
პროფილის ნახვა
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

მოგახსენებთ, რომ ვარ იურისტი, მაქვს იურისტად მუშაობის გამოცდილება არაერთ კერძო კომპანიაში, ამჟამად კი ვახორციელებ კერძო საადვოკატო საქმიანობას ,,თემურ ქავშაბაიას საადვოკატო ოფის''-ში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ბუღალტრული მომსახურებასაგადასახადო კონსულტაცია+8
პროფილის ნახვა
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

2024 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2022-2023 წლებში ვიყავი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2023-2025 წლებში ვიყავი პარალეგალი აჭარის რეგონში. 2026 წლიდან ვარ ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

3 ბეჯიძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებებიეკონომიკური და კიბერდანაშაულები+2
პროფილის ნახვა

კომპანიის შესახებ

"თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი" დაარსდა 2015 წელს ქ. ბათუმში. იურიდიული კომპანია დაკომპლექტებულია 7 (შვიდი) მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადვოკატებით. საადვოკატო ოფისი ახორციელებს საქმიანობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის მიმართულებით, აგრეთვე საბანკო სამართლის, საზღვაო სამართლის, კორპორაციული და კომერციული სამართლის სფეროებში . ჩვენს საადვოკატი ოფისში მოღვაწე ადვოკატებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება, მათ პორტფოლიოში მრავალი მოგებული და წარმატებით დასრულებული საქმეა აღრიცხული. ჩვენ საადვოკატო ოფისს გააჩნია სტაჟირების, პროფესიული გადამზადების/ადაპტაციის და საგამოცდო მომზადების სპეციალური პროგრამა, ხოლო დღეის მონაცემებით ჩვენს კომპანიაში სტაჟირება გაიარა 71-ზე მეტმა იურისტმა, რომლებიც ჩვენივე რეკომენდაციით დანიშნულ არიან სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ დაწესებულებეში. საადვოკატო ოფისი ორიენტირებულია და ცდილობს ბაზარზე შექმნას მაღალი სტანდარტი იურიდიულ სფეროში და ამისათვის იყენებს ყველა საჭირო ბერკეტსა თუ პლატფორმას.

სპეციალიზაციები

ბუღალტრული მომსახურებასაგადასახადო კონსულტაციასახელშეკრულებო სამართალისაოჯახო სამართალიმემკვიდრეობისა და ქონების სამართალივალდებულებითი სამართალისაკუთრების სამართალიდელიქტური სამართალიჯანდაცვის ბიზნესიპაციენტის უფლებები და სამედიცინო პასუხისმგებლობაშრომითი ხელშეკრულებები და ურთიერთობებიჯანმრთელობა და უსაფრთხოებაშრომითი დავებიძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებებიეკონომიკური და კიბერდანაშაულებისაზოგადოებრივი წესრიგი და ორგანიზებული დანაშაულისპეციალიზებული ადვოკატირება და ექსტრადიცია

მისია

საადვოკატო ოფისი ორიენტირებულია და ცდილობს ბაზარზე შექმნას მაღალი სტანდარტი იურიდიულ სფეროში და ამისათვის იყენებს ყველა საჭირო სამართლებრივ ბერკეტსა თუ პლატფორმას. ჩვენ წარმატებით ვიცავთ ადამიანის კანონით გარანტირებულ უფლებებს ნებისმიერი მესამე პირებისა თუ სახელმწიფო უწყებების არამართზომიერი ჩარევისაგან.

ხედვა და ღირებულებები

ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი და თანამედროვე სტანდარტები ქართულ მართლმსაჯულებაში და მის წიაღში. სადაც დაცული იქნება ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ჩვენი საქმიანობის მანძილზე, შექმნილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი, რაც საფუძველი გახდა ჩვენი მომხმარებელთა ინტერესების სრულად დაკმაყოფილება და სამართლის პრინციპების განმტკიცება ქვეყანაში.

როგორ ვმუშაობთ

,,თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი'' მუშაობს ყოველდღიურად. კონსულტაციაზე ჩაწერა ხდება ცხელი ხაზის მეშვეობით, ოფისში მოსული მომხმარებლები გადიან რეგისტრაციას ჩვენი კომპანიის შიდა პოლიტიკის წესების შესაბამისად და იღებენ მაღალკვალიფიციურ და დეტალურ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.

ისტორია

,,თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი'' დაარსდა 2015 წელს. ჩვენი სათავო ოფისი მდებარეობას ქ.ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N 68-ში , თუმცა კომპანია საქმიანობას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საადვოკატო ოფისში სტაჟირებმა გაიარა ათობით ახალგაზრდა იურისტმა, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან რეგიონის მასშტაბით წამყვან კომპანიებში და ასევე, ახორციელებენ დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას.

ქალაქები, რომლებშიც ვმუშაობთ

ბათუმითბილისიქუთაისირუსთავიოზურგეთიხელვაჩაურიხულოზუგდიდი
კონტაქტი
ნესტან ანანიძენიკა ზოიძენინი ჩახუნაშვილიმარიამ ჯორბენაძე
4 სპეციალისტი

პლატფორმაზე

ვებსაიტირუკაზე ნახვა

პირდაპირი კონტაქტი

ვერიფიცირებული