N2/11/318· 25.10.2005
საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,მხოლოდ სახელმწიფო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.
საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი
სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტშიგანხილული საკითხები
- რა შედეგი მოსდევს არსებითად განსახილველად მიღებულ სარჩელზე მოსარჩელის უარს?
სასარჩელო მოთხოვნაზე უარის შედეგი
პროცესუალურიმოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
- შეფასების სტანდარტი:
- სასარჩელო მოთხოვნაზე უარის საფუძველზე საქმის შეწყვეტის პროცედურული წესი
- გამოყენების ფარგლები:
- საქმე უკვე მიღებული იყო არსებითად განსახილველად.
სადავო ნორმები და შედეგი
- პროცესუალური / დასაშვებობა
აქტის სრული ტექსტი
23 პარაგრაფისატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (9 პარაგრაფი)
კოლეგიია შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,მხოლოდ სახელმწიფო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: __________________________
სრული ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №318) მომართა საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაციამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2005 წლის 22 თებერვალს 2/1/318 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე საქართველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაცია მოითხოვდა საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა სადავო ნორმის მეორე ნაწილის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ამასთანავე დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,მხოლოდ სახელმწიფო“ კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.
2005 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას განცხადებით (რეგისტრაციის №01/14-150) მომართა მოსარჩელემ საქრთველოს საზღვაო ლოცმანების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ვალტერ შენგელიამ, რომელიც უარს ამბობს მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვაზე და მოითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა ხდება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით“.
იხელმძღვანელა რა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით
III. სარეზოლუციო ნაწილი
შემადგენლობა და ხელმოწერები (5 პარაგრაფი)
კოლეგიია წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.

