საზღვაო კოდექსი

მუხლი 87

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და მის აკვატორიაში ახორციელებს მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საზღვაო ლოცმანი (შემდგომ – ლოცმანი).

2.სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება.

3.საზღვაო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სალოცმანო სამსახური შეიქმნას სანავსადგურე ერთეულის/სანავსადგურე ერთეულის თანამშრომლის მიერ ან იყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული პირი.

4.სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს სანავსადგურე ერთეული ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების შესახებ. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე დგომის შესახებ.

5.სალოცმანო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი), რომლის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. ტექნიკური რეგლამენტი ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს – 2003 წლის 5 დეკემბრის A.960 (23) რეზოლუციას „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები“ (შემდგომ – რეზოლუცია), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციას (შემდგომ – კონვენცია), ამ კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებს.

6.სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობას მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სააგენტო. ამ ზედამხედველობისა და კონტროლის მიზანია სალოცმანო მომსახურების საქართველოს კანონმდებლობით, რეზოლუციითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან, აგრეთვე საუკეთესო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში სერტიფიცირებული სალოცმანო სამსახური და სერტიფიცირებული ლოცმანი ექვემდებარებიან ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს.

7.სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება ხორციელდება 5 წლის ვადით. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.

8.თუ სალოცმანო სამსახურის ან/და სანავსადგურე ერთეულის ბრალით, მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს, სავალდებულო სალოცმანო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი. აღნიშნული ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო.

9.სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სახელმწიფო ინტერესების დაცვის და საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვალდებულია შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე შეასრულოს სააგენტოს მითითება სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო გაცილების უზრუნველსაყოფად. სააგენტოს სავალდებულო მითითების შესრულებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის საფუძველია. ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.

10.სალოცმანო სამსახურს საკუთრებაში/მფლობელობაში უნდა ჰქონდეს მცურავი საშუალება, რომელიც აყვანილია სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სალოცმანო კატარღის სტატუსი. სალოცმანო კატარღა უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტო მცურავ საშუალებას სალოცმანო კატარღის სტატუსს ანიჭებს გემის რეგისტრაციის მოწმობაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით. გემის რეგისტრაციის მოწმობაში ასევე მიეთითება იმ ნავსადგურის დასახელება, რომელში სანაოსნოდაც აღნიშნული კატარღაა სერტიფიცირებული. სააგენტო არ ახდენს სალოცმანო კატარღების ცალკე სერტიფიცირებას. თუ მცურავი საშუალება არ არის აშენებული, როგორც სალოცმანო კატარღა, საკლასიფიკაციო საზოგადოება დამატებით ამოწმებს მის ამ ტიპის მცურავი საშუალებისთვის აუცილებელ ტექნიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. საკლასიფიკაციო საზოგადოებას ამ ქმედების განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს სალოცმანო კატარღის ტექნიკური შემოწმების სტანდარტი. ამ სტანდარტს ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 87-ე მუხლის მე-8 პუნქტში ბრალის სუბიექტად ნავსადგურის ნაცვლად დასახელებულია სანავსადგურე ერთეული, ხოლო წინადადება ახლებურად ჩამოყალიბდა: მიზნის მითითება უფლებასთან ერთად დაიწერა და ანაზღაურების წესი ცალკე წინადადებაშია.

  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  3. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114¹³114³114⁶808683116329¹ (…19 (დ…27487
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საჰაერო კო…მეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა