„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირი, სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, სამსახურში მიიღება შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობა, ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობა ან ტექნიკური პერსონალის თანამდებობა
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კანონში განსაზღვრული 2 განმარტება
პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები და რომელიც არ ახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას; ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

