ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ძრავის მუშა მოცულობა − 50 სმ 3 -ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 1 კვტ-ს
