მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად
