ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა
სასამართლო პრაქტიკა
საქმესთან დაკავშირებით ადვოკატით წარმოდგენილ მოწინააღმდეგე მხარესთან უშუალო დაკავშირება დაუშვებელია, თუ მხარის წარმომადგენელი არ დათანხმდა ან მასთან დაკავშირება ობიექტურად შეუძლებელი არ არის. წესის მიზანია მხარის დაცვა გამოცდილი ადვოკატის შესაძლო ზემოქმედებისგან და შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვა.
ნორმატიული საფუძველი:ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მ. 10(4)

