ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა
სასამართლო პრაქტიკა2 გადაწყვეტილება
თუ ადვოკატისთვის ცნობილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ადვოკატი წარმოადგენს, საქმესთან დაკავშირებული კომუნიკაცია წარმომადგენლის მეშვეობით უნდა განხორციელდეს, გარდა მისი თანხმობის ან მასთან დაკავშირების ობიექტური შეუძლებლობის შემთხვევისა. წესი ემსახურება მოწინააღმდეგე მხარეზე ადვოკატის პროფესიული ცოდნითა და უნარებით პროცესუალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობის შეზღუდვას.
ნორმატიული საფუძველი:ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 10.4

