ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. პირადი საკუთრების მახასიათებლები ან ოდენობა არ უნდა მიანიშნებდეს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე. პირად საკუთრებას განეკუთვნება: ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი; ა.ბ) ველოსიპედი, პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, მოტოციკლი და მისი მისაბმელი, დასვენებისთვის გამიზნული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, იახტა, თვითმფრინავი და სხვა; ა.გ) ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტი, რომელიც პირის მიერ მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო
პირადი საკუთრება
კანონში განსაზღვრული 1 განმარტება
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

