საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 180. საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების არსი და ტერმინთა განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს წიგნი ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს.

2.ამ წიგნის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირადი საკუთრება − ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. პირადი საკუთრების მახასიათებლები ან ოდენობა არ უნდა მიანიშნებდეს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე. პირად საკუთრებას განეკუთვნება: ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი; ა.ბ) ველოსიპედი, პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, მოტოციკლი და მისი მისაბმელი, დასვენებისთვის გამიზნული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, იახტა, თვითმფრინავი და სხვა; ა.გ) ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტი, რომელიც პირის მიერ მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო; ბ) საყოფაცხოვრებო ნივთი − პირადი მოხმარების საგანი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, ავეჯი, აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის; გ) ალკოჰოლიანი ნაწარმი − საქონელი (ლუდი, ღვინო, ღვინისგან ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ბრენდი, ლიქიორი ან სპირტიანი სასმელი და სხვა), რომელიც სეს ესნ-ის 2203–2208 სასაქონლო პოზიციებშია კლასიფიცირებული; დ) შეღავათი − ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება.

3.ამ წიგნის მიზნებისთვის პირადი საკუთრების სამეწარმეო მიზნით გამოსაყენებლად მიჩნევის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.ამ წიგნით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი XXXII. საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს წიგნი ადგენს საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს. 2. ამ წიგნის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირადი საკუთრება − ნებისმიერი ნივთი, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის. პირადი საკუთრების მახასიათებლები ან ოდენობა არ უნდა მიანიშნებდეს მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე. პირად საკუთრებას განეკუთვნება: ა.ა) საყოფაცხოვრებო ნივთი; ა.ბ) ველოსიპედი, პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ, მოტოციკლი და მისი მისაბმელი, დასვენებისთვის გამიზნული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, იახტა, თვითმფრინავი და სხვა; ა.გ) ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შინაური და საუნაგირე ცხოველები, გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტი, რომელიც პირის მიერ მის ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლადაა საჭირო; ბ) საყოფაცხოვრებო ნივთი − პირადი მოხმარების საგანი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, ავეჯი, აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პირის პირადი სარგებლობისთვის ან საყოფაცხოვრებო საჭიროების დაკმაყოფილებისთვის; გ) ალკოჰოლიანი ნაწარმი − საქონელი (ლუდი, ღვინო, ღვინისგან ან ალკოჰოლისგან დამზადებული აპერიტივი, ბრენდი, ლიქიორი ან სპირტიანი სასმელი და სხვა), რომელიც სეს ესნ-ის 2203–2208 სასაქონლო პოზიციებშია კლასიფიცირებული; დ) შეღავათი − ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება. 3. ამ წიგნის მიზნებისთვის პირადი საკუთრების სამეწარმეო მიზნით გამოსაყენებლად მიჩნევის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ამ წიგნით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი XXXII. საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32363²⁵8199732413183197181180
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…პროდუქტის უსაფრთხოების…ამნისტიისა და არადეკლა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა