ყოველწლიურად მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ასახავს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებაში მიღწეულ პროგრესს; ჰ 1 9 ) შენობის ენერგოეფექტურობა − გამოიყენება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობით; ჰ 20 ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის შენობებისთვის ან/და სხვა ობიექტებისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან ცივი სითხის საშუალებით, შიდა სივრცის ან/და ტექნოლოგიური პროცესის გათბობის ან გაგრილების მიზნით
