უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა
საგამოძიებო ექსპერიმენტი ასახავს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც თავად ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, პირის მიერ დასახელებულ სამალავში აღმოჩენილი და ამოღებული დანაშაულის საგანი შეიძლება ამგვარ ინფორმაციას წარმოადგენდეს.
ნორმატიული საფუძველი:სსსკ 247

