უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა
პალატის განმარტებით, ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა გამოყენებული ხერხების დემონსტრირებით ჩვენებად არ მიიჩნევა. ამგვარი აღდგენის ამსახველი, საგამოძიებო მოქმედებისას შედგენილი ოქმი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენდეს.
ნორმატიული საფუძველი:სსსკ 247(1)

