ლექსიკონი

საჯარო შესყიდვის პირობები

1 საკანონმდებლო განმარტება

შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ან განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც აღწერს ან ადგენს საჯარო შესყიდვის პროცედურის ელემენტებს. ასეთი დოკუმენტებია: შესყიდვის შესახებ განცხადება, შესყიდვის დოკუმენტაცია (რომელიც მოიცავს სპეციფიკაციებს, ეკონომიკური ოპერატორების მიმართ მოთხოვნებს, შესყიდვის ხელშეკრულების პირობებს, განაცხადებისა და წინადადებების წარდგენის ფორმატს, სხვა, დამატებით ინფორმაციას), მოწვევა წინადადებების წარსადგენად/დიალოგში ან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე