1.ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო შესყიდვა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქონლის, სამშენებლო სამუშაოს (შემდგომ – სამუშაო) ან მომსახურების შესყიდვა, მიუხედავად ამ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის მიზნისა; ბ) (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) – საჯარო შესყიდვების განხორციელებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის განკუთვნილი ერთადერთი ოფიციალური პორტალი – https://eprocurement.gov.ge; გ) – ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საჯარო შესყიდვის განმახორციელებელი პირი/ორგანო (გარდა პოლიტიკური პარტიისა, პროფესიული კავშირისა, რელიგიური ორგანიზაციისა): გ.ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანო; გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ამ პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს); გ.გ) პირი (გარდა საწარმოსი) ან ორგანო, რომელიც: გ.გ.ა) შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჯარო მიზნის მისაღწევად შექმნა (დააფუძნა) და რომელსაც სამეწარმეო (კომერციული) ხასიათი არ აქვს; გ.გ.ბ) აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.გ.ბ.ა) დაფინანსების ნახევარზე მეტს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან; გ.გ.ბ.ბ) ექვემდებარება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლს; გ.გ.ბ.გ) ჰყავს მმართველი ორგანო ან სამეთვალყურეო , რომლის წევრთა ნახევარზე მეტს შემსყიდველი ორგანიზაცია ნიშნავს; გ.დ) საწარმო, რომელზედაც შემსყიდველი ორგანიზაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: გ.დ.ა) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში კაპიტალის ნახევარზე მეტს ფლობს; გ.დ.ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს ფლობს; გ.დ.გ) ნიშნავს მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს; დ) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახდენს. ამასთანავე, ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის შესაბამისი ეტაპის მიხედვით შეიძლება იყოს: დ.ა) – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც განაცხადით მოითხოვა შეზღუდულ პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში, ინოვაციურ პარტნიორობაში ან კონკურსში მონაწილეობა ან რომელიც მასში მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული; დ.ბ) – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც საჯარო შესყიდვის პროცესში წინადადება წარადგინა; დ.გ) – ეკონომიკური ოპერატორი, რომელთანაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ დადო; ე) – ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი (მიმწოდებელი) ამ კანონით დადგენილი წესით შესასრულებლად გადასცემს საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ნაწილს; ვ) სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა – ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად; ზ) საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ – შესყიდვის ხელშეკრულება) – ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ეკონომიკურ ოპერატორს შორის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება. შეიძლება დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულება: ზ.ა) საქონლის მიწოდების შესახებ, თუ საქონელი, რომელიც 03000000-დან 45000000-მდე CPV-ის კოდებში ექცევა. საქონლის მიწოდების შესახებ შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე მის მონტაჟს ან/და განლაგებას ან/და საქონლის მიწოდების თანამდევ მომსახურებას, თუ ამ მონტაჟის/განლაგების/მომსახურების ღირებულება საქონლის ღირებულებას არ აღემატება; ზ.ბ) სამუშაოს შესრულების შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია სამუშაო, რომელიც 45000000-დან 48000000-მდე CPV-ის კოდებში ექცევა. სამუშაოს შესრულების შესახებ შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს როგორც მხოლოდ სამუშაოს შესრულებას, ისე ერთდროულად დაპროექტებასა და სამუშაოს შესრულებას; ზ.გ) მომსახურების გაწევის შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია მომსახურება, რომელიც 48000000-დან 98910000-ის ჩათვლით CPV-ის კოდებში ექცევა; თ) CPV – ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი (Common Procurement Vocabulary), რომელიც საჯარო შესყიდვების განსახორციელებლად გამოსაყენებელ ერთიან ნომენკლატურას ადგენს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების თავმჯდომარის ნორმატიულ აქტში აისახება; ი) – CPV-ით გათვალისწინებული კოდი, რომელიც სხვადასხვა იერარქიული დონისგან შედგება, საქონელს, სამუშაოს ან მომსახურებას აღწერს და საჯარო შესყიდვის ობიექტს განსაზღვრავს; კ) საჯარო შესყიდვის ობიექტი (შემდგომ – შესყიდვის ობიექტი) – საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით შესასყიდი საქონელი, სამუშაო, მომსახურება; ლ) – შესყიდვის ობიექტები, რომლებიც მოქცეულია CPV-ის კოდის 1 დანაყოფში (პირველი 3 ციფრის ქვეშ); მ) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით შესყიდვა ან სხვა ქმედების განხორციელება, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრებისთვის თავის არიდება გამოიწვია; ნ) (შემდგომ – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) – დადგენილი, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გადასახდელი მაქსიმალური თანხა (დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ – დღგ) გარდა), რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობს წინადადების ფასს ამ კანონის შესაბამისად. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად შესყიდვის ხელშეკრულების მოსალოდნელი ღირებულება მიიჩნევა; ო) საჯარო შესყიდვის პირობები (შემდგომ – შესყიდვის პირობები) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ან განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც აღწერს ან ადგენს საჯარო შესყიდვის პროცედურის ელემენტებს. ასეთი დოკუმენტებია: შესყიდვის შესახებ განცხადება, შესყიდვის დოკუმენტაცია (რომელიც მოიცავს სპეციფიკაციებს, ეკონომიკური ოპერატორების მიმართ მოთხოვნებს, შესყიდვის ხელშეკრულების პირობებს, განაცხადებისა და წინადადებების წარდგენის ფორმატს, სხვა, დამატებით ინფორმაციას), მოწვევა წინადადებების წარსადგენად/დიალოგში ან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად; პ) (შემდგომ – წლიური გეგმა) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული გეგმა, რომლის მიხედვითაც იგი წლის განმავლობაში ახორციელებს საჯარო შესყიდვებს; ჟ) – „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო პროდუქცია და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია; რ) – ვითარება, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას რეალურ საფრთხეს უქმნის და რომელიც წინასწარ გათვალისწინებული ვერ იქნებოდა, ან/და რომლის დადგომაც გამოწვეული არ არის შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს; ს) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტო; ტ) საბჭო – საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო; ტ 1 ) – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ცენტრალური შემსყიდველი ორგანო; უ) – ამ კანონის მიზნებისთვის – საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივები, რეგულაციები და უფლებამოსილი ორგანოს სხვა გადაწყვეტილებები; ფ) – ყველა თანამიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ეტაპი, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, განსახორციელებელ კვლევას, წარმოებას, ვაჭრობასა და მის პირობებს, ტრანსპორტირებას, გამოყენებასა და შენარჩუნებას, საქონლის არსებობის,სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის მთელ პერიოდს ნედლეულის შეძენიდან ან ხელთ არსებული რესურსის წარმოშობიდან, ნებართვის მიღების, მომსახურებისა და გამოყენების ჩათვლით; ქ) – საქონლის მიწოდებასთან, სამუშაოს შესრულებასთან ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებული ხარჯი, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შესყიდვასთან, სარგებლობასთან, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან, მოვლასთან, გადამუშავებასთან, აგრეთვე გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ხარჯებთან (თუ მიყენებული ზიანის ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა შესაძლებელია) დაკავშირებულ დანახარჯებს.
