საჯარო შესყიდვის პირობებით დადგენილი, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გადასახდელი მაქსიმალური თანხა (დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ – დღგ) გარდა), რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობს წინადადების ფასს ამ კანონის შესაბამისად. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად შესყიდვის ხელშეკრულების მოსალოდნელი ღირებულება მიიჩნევა
