1.შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმლის, მოსამსახურის უფლებამოსილების დამადასტურებელი პირადობის მოწმობის და სპეციალური ჟეტონის ნიმუშებს, თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 თებერვლის ბრძანებულება №98 - სსმ III, №21, 15.02.2007წ., მუხ.235

