საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3. შს ორგანოებში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები

რედაქცია №23კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2012

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, კანონი „პოლიციის შესახებ“, კანონი „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები. შენიშვნა: შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობა ამ დებულებასთან ერთად ხელმძღვანელობს დებულებით საქართველოს სამხედრო ძალებში პირადი შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    სახელფასო დავალიანებისა და სასურსათო ულუფის კომპენსაციის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოსგან ყოფილი თანამშრომლის სახელფასო დავალიანებისა და სასურსათო ულუფის კომპენსაციის ამოღებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასურსათო ულუფა ხელფასისგან განსხვავებული უზრუნველყოფის სახე და პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომელზეც ხანდაზმულობის წესები ვრცელდება. თუმცა ორგანოს მიერ დავალიანების აღიარებამ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვიტა. სასამართლომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დისციპლინური გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სამი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები სრულად არ გამოიკვლია და დასკვნები მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებს დააფუძნა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობისას საქმეში სავალდებულო წესით უნდა ჩართულიყვნენ ბრძანებაში მოხსენიებული სხვა პირებიც. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹14335327371182763
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…