განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ასიგნებების მოცულობა 420170 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 319970 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; ლარი ორგანიზაციული კოდი დასახელება 2009 წლის ფაქტი 2010 წლის გეგმა 2011 წლის გეგმა მ.შ. კრედიტები და გრანტები 11 00 დევნილთა საქმეების დეპარტამენტი 491775 384740 420170 0 ეკ. კლ. მომუშავეთა რიცხოვნობა 30 31 31 0 ხარჯები 486580 383740 401670 0 21 შრომის ანაზღაურება 287385 300840 319970 0 22 საქონელი და მომსახურება 141895 82900 81700 0 25 სუბსიდიები 0 0 0 0 27 სოციალური უზრუნველყოფა 57300 0 0 0 28 სხვა ხარჯები 0 0 0 0 არაფინანსური აქტივები 5195 1000 18500 0 დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობის 2011 წლის პრიორიტეტები · დევნილთა უფლებების უზრუნველსაყოფად სტანდარტული პროცედურებისა და დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება კოლექტიური ცენტრებიდან განსახლების ან ალტერნატიული ფართის შეთავაზების პროცესში; · დევნილი მოსახლეობისათვის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ გაცნობა ეტაპების მიხედვით; · დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გასვლა და დევნილი მოსახლეობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის გაცნობა, დევნილთათვის იურიდიული მომსახურების გაწევა და კონსულტაციები; · აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; · საცხოვრებელი ფართობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა; · დევნილთა სოციალური კატეგორიის შესწავლა, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი ინტეგრაცია სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემაში; · დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობით; · დევნილი ოჯახების შემოსავლის ოდენობის შესწავლა (დევნილებთან შეთანხმებით), უმუშევარ დევნილთა რაოდენობის დადგენა და სპეციალობის მიხედვით მათი კლასიფიცირება; · სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების, მათი ეკონომიკური ინტეგრაციის გააქტიურებისა და დასაქმების ხელშეწყობა. დევნილი ახალგაზრდობის ჩართვა გაცვლით პროგრამებში; · კოლექტიურ ცენტრებზე საინფორმაციო ბანკის შექმნა კატეგორიების მიხედვით, მონაცემები მათი შემდგომში დაკანონებისა და დახურვის შესახებ; · საქმიანი ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აფხაზეთიდან დევნილების ჰუმანიტარული თუ სხვა სახის დახმარების მიზნით. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ.
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"
მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №3 · ძალაშია 15 ნოე. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 16 მარ. 2011 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

