3. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით ჩაირიცხება: ა) ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ტარიფის დადგენისა და რეგულირების საფასურისა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული წესით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული რეგულირების ყოველწლიური საფასურისა, აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურისა, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43-ე, 44-ე, 44 1 , 44 3 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 60 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 60 3 , 173 5 , 177 11 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის გადახდევინებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების 50%-ისა, რომელიც მიემართება შესაბამისი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულების სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე ; ბ) სახელმწიფო ბაჟი; გ) სახელმწიფო ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი; დ) მთლიანად სახელმწიფო ქონებით ანდა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი; ე) როიალტები; ვ) სახელმწიფო სესხის, დეპოზიტის, ვექსელის და სხვა პროცენტი (სარგებელი); ზ) შემოსავალი სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან; თ) შემოსავალი სახელმწიფო მარაგის გაყიდვიდან; ი) შემოსავალი მიწისა და არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან; კ) შემოსავალი ტრანსფერტებიდან; ლ) შემოსავალი გრანტებიდან; მ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი ; მ) „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%; ნ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 50%, ქალაქ თბილისის გარდა, რომლიდანაც ჩაირიცხება 40%;“ ო ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი .
4. სახელმწიფო მიწის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლების 7% ჩაირიცხება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო ანგარიშზე მიწის რეფორმის ღონისძიებათა დასაფინანსებლად და 3% – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე ქალაქების, რაიონების გენერალური გეგმების, განაშენიანების პროექტებისა და სქემების შესადგენად. საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №585-პარლამენტის უწყებანი №9-10(41-42/11),15.03.1997წ.,გვ.55 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1176-პარლამენტის უწყებანი №47-48,31.12.1997წ.,გვ.146 საქართველოს 1998 წლის 1 მაისის კანონი №1371-პარლამენტის უწყებანი №19-20,30.05.1998წ.,გვ.59 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1670-სსმI,№4,20.11.1998წ.,მუხ.36 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI,№15(22),14.05.1999წ.,მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2211-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.137 საქართველოს 2000 წლის 10 მარტის კანონი №205-სსმI,№9,21.03.2000წ.,მუხ.23 საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №761-სსმI,№6,20.03.2001წ.,მუხ.15 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1016-სსმI,№24,01.08.2001წ.,მუხ.95 საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1086-სსმI,№29,17.10.2001წ.,მუხ.116 საქართველოს 2002 წლის 3დეკემბრის კანონი №1807-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.152 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2283-სსმI,№13,02.06.2003წ.,მუხ.84 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3036-სსმI,№29,18.09.2003წ.,მუხ.213