„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები დამოუკიდებლად წყვეტენ შესაბამისი ბიუჯეტის შემოსავლის გამოყენების მიმართულებებს , გარდა იმ მიზნობრივი ტრანსფერტებისა და სესხებისა , რომლებიც გადაეცემა შესაბამის ბიუჯეტებს სხვა დონის ბიუჯეტიდან .
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო , მიზნობრივი და სხვა ფონდები , რომელთა სიდიდეს განსაზღვრავენ შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები .
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოებს შეუძლიათ მათ განკარგულებაში არსებული თავისუფალი სახსრები მიმართონ სამეურნეო საქმიანობაში , მისცენ სესხები საწარმოებსა და სხვა იურიდიულ პირებს . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12
