„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 6. საბიუჯეტო სისტემის სტრუქტურა
რედაქცია №34 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 26 აგვ. 2003
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებსა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებულია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი და სპეციალური სახელმწიფო ფონდები.
