„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
მუხლი 8. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია საქა რთველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ წინადადებებით საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო და რეგიო ნული პროგრამების განხორციელებას; დ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა განხილვაში; ე) დადგენილი წესით მოითხოვონ იმ ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან ექსპლუატაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლა, რომელთა განთავსებამ, დაპროექტებამ, მშენებლობამ, რეკონსტრუქციამ ან ექსპლუატაციამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6904 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ.
