Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებმუხლი 15

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 15. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სტრუქტურა და შედგენის წესი

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025
თემები:სატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს „წითელი ნუსხა“ შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები, ხოლო მეორე ნაწილში – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობები.

2.საქართველოს „წითელი ნუსხის“ თითოეული ნაწილი შედგება სახეობათა ძირითადი სისტემატიკური კატეგორიების შესაბამისად დაჯგუფებული ქვენაწილებისაგან.

3.საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თითოეული სახეობის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის: ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების განმსაზღვრელის ჩათვლით); ბ) მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელ კატეგორიებს.

4.საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს ადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელიც შექმნილია „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე და, ამავდროულად, სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან/და წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე, შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი.

6.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის ათწლიან სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

7.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში განსახორციელებელი სამეცნიერო გამოკვლევებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის რეკომენდაციით, ამგვარი სამუშაოების განთავსებას ბაზური, პროგრამულ-მიზნობრივი და დაფინანსების სხვა სახეობების (მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური დახმარების) გამოყენებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებში დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

8.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში არსებული იმ ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გავრცელების, ინვენტარიზაციის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებთან.

9.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1033 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1657 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 14 დეკ. 2017
  2. 23 სექ. 2013
  3. 8 დეკ. 2011
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-02 · №21

2
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2017-12-14
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

მუხლი 17მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 18გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს „წითელი ნუსხიდან“
  • 17გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“
  • 14საქართველოს „წითელი ნუსხა“

გარემოს დაცვის შესახებ

  • 47გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა დაცვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 302საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის მოშლა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 20გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 85³საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება
  • 85²გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა
  • 66⁵საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები
  • 7აღკვეთილი

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 24საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14171830285³85²66⁵1747202415
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს ადმინისტრა…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 2 ივლ. 2025