ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 4. პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის, პოლიციის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2.პოლიციის თანამშრომელი მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

3.პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ან მასში მონაწილეობა; ბ) პირად, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; გ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობის მიღება; დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ანდა რაიმე თანამდებობის დაკავება სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
634891646241984
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…