Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპოლიციის შესახებმუხლი 16

პოლიციის შესახებ

მუხლი 16. პოლიციის ფუნქციები

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგისტუდენტის უფლებებისამთავრობო ქმედებებიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებიორგანიზებული დანაშაული და კანონიერი ქურდისაცხოვრებელი ქირავნობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება.

2.პოლიციის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ბ 1 ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძებნაში პირთა დახმარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება; ზ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; კ 1 ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებების დაცვა; ლ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში მონაწილეობა; ო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ო 1 ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის იზოლატორში განთავსება; ჟ) ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით საინფორმაციო ბაზების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების, ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ ბაზების) წარმოება და ამ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზების წარმოებისა და აღნიშნულ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1683 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №867 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. 2. პოლიციის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ბ 1 ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძებნაში პირთა დახმარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება; ზ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; კ 1 ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითიჰუმანიტარული დაცვისსტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის მქონექვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; ლ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში მონაწილეობა; ო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; ო 1 ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის იზოლატორში განთავსება; ჟ) ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით საინფორმაციო ბაზების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების, ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ ბაზების) წარმოება და ამ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზების წარმოებისა და აღნიშნულ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1683 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №867 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 6 მარ. 2025
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პოლიციელზე თავდასხმა / წინააღმდეგობა (მუხლი 353)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯგუფური დანაშაული (დაცვა)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიციის გადაცდომა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-17 · №45

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-07-07
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 17პოლიციის უფლებამოსილებანი
  • 48პოლიციელის სამართლებრივი დაცვა
  • 8პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 8პოლიციის უფლებამოსილებანი
  • 7პოლიციის მიზნები და ამოცანები
  • 4პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის ფუნქციები
  • 12სამსახურის უფლებამოსილება

თავდაცვის კოდექსი

  • 24სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებები
  • 23სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
  • 25სამხედრო პოლიციის ვალდებულებები

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 16პოლიციის მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8741617488111224232516
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებფინანსური პოლიციის შეს…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსიქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026