სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

მუხლი 12. სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის,  ქირის განსაზღვრისა და მიწის ფასის გადახდის წესი

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 22 ივნ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით. სახელმწიფო მიწის განკარგვაზე მოწყობილი კონკურსის ან აუქციონის დროს საწყისი ფასი (ქირა) არ შეიძლება იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე (ქირაზე) ნაკლები.

1¹.(ამოღებულია).

2.საქართველოს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსები დგინდება დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივი მახასიათებლების მიხედვით, შემდეგი პარამეტრების საფუძველზე: ა) მოსახლეობის რაოდენობა; ბ) ადმინისტრაციული სტატუსი; გ) სამეურნეო და ფუნქციური პროფილი; დ) სიმაღლე ზღვის დონიდან; ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; ვ) ადგილი განსახლების სისტემაში.

3.ქალაქებში, რაიონებში ზონების გამოყოფა ხდება ტერიტორიის შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურა; ბ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა; გ) სოციალური ინფრასტრუქტურა; დ) კეთილმოწყობა; ე) ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები; ვ) პრესტიჟულობა. სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასი ან ქირა დიფერენცირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსებისა და ტერიტორიული ზონების მიხედვით.

4.სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის (ქირის) გადახდის წესსა და ანგარიშსწორების ვადებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროები.

5.რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოებისა და მყიდველის შეთანხმების საფუძველზე მიწის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, მაგრამ შესყიდვის ფასის სრული დაფარვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

6.კონკურსის ან აუქციონის დროს ფასის გადავადების ან ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობები უნდა განისაზღვროს კონკურსის ან აუქციონის საწყისი პირობების გამოცხადებამდე.

7.შესყიდვის ფასის სრულ გადახდამდე მიწა საკუთრებაში შეიძლება გაიცეს მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოსათვის მიწის გირაოში გადაცემის შემთხვევაში, რითაც მოხდება მიწის შესყიდვის ფასის უზრუნველყოფა. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2294 – სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.198 საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3426 – სსმI, №25, 13.07.2006წ., მუხ.200 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3528 – სსმI, №32, 31.07.2006წ., მუხ.248 თავი V. სახელმწიფო მიწის და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა და სარგებლობის უფლების გაუქმება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 31 ივლ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 ივლ. 2006 – 1 აგვ. 2006 ტექსტი უცნობია

  2. … – 11 აგვ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1166279196²278115102371149312
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო საკუთრებაში…სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …