"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

მუხლი 8. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 2 მარ. 2021

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №15 (21.04.2022). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №13 (02.03.2021), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.

2.მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების პირობ(ებ)ით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად.

3.შეძენილ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.

4.აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

5.უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში.

6.(ამოღებულია - 24.12.2013, № 96-უ.ს.რ.ს.).

7.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი შეესაბამება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს.

8.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული საპრივატიზებო საფასური. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები. 2. მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების პირობ(ებ)ით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად. 3. შეძენილ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით. 4. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 5. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში. 6. (ამოღებულია - 24.12.2013, № 96-უ.ს.რ.ს.). 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი შეესაბამება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს. 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული საპრივატიზებო საფასური. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 19.05.2011წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2021 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავებია, იყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად; ასევე დაემატა ცვლილების კანონის მითითება.

  2. მე-6 პუნქტში გადახდის გახანგრძლივებული ვადის (არაუმეტეს 5 წლის) დაწესების საფუძვლებს დაემატა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე განსაკუთრებული შემთხვევები. მე-8 პუნქტში სასოფლო-სამეურნეო მიწის საპრივატიზებო საფასურის საზომად საგადასახადო განაკვეთის ოცმაგის ნაცვლად მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306⁴1993115109115118²1018128
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სამოქალაქო…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა