„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 20. სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სქემა
1. სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული დაზღვევის ლიცენზიისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.
2. სადაზღვევო კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს თავისი მუშაკების არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა როგორც დამსაქმებელ-დამფუძნებელმა.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია უშუალოდ მართოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები, ამასთანავე იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.174
