„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 31^2. დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობის კრიტერიუმები
დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები: ა) (ამოღებულია - 20.03.2015, №3384); ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის; გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის; დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრები. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.107 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3384 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
