საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 38. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ეთიკური პრინციპები და ინტერესთა შეუთავსებლობა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით: ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს; ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს; გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას –თავისუფალი და დამოუკიდებელი; ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.

2.დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4133 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.509

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 მაი. 2023 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აგვ. 2007 – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007 ტექსტი უცნობია

  4. 28 ივნ. 2001 – 1 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    38-ე მუხლის არსებული ტექსტი პირველ პუნქტად ჩამოყალიბდა და ა)–ე) ქვეპუნქტები პრინციპებად განისაზღვრა; დაემატა მე-2 პუნქტი ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დაცვის ვალდებულებით და მათი დარღვევისთვის პროფესიული და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5767338183052¹²52¹⁵17623938
მნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადვოკატთა შესახებსახელმწიფო შიდა ფინანს…სურსათის/ცხოველის საკვ…პაციენტის უფლებების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა