Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაექიმო საქმიანობის შესახებმუხლი 55

საექიმო საქმიანობის შესახებ

მუხლი 55. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამოკიდებულება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის მიმართ

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და მას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის აზრით, შესწევს საკვების მიღების ნებაყოფლობით შეწყვეტის შედეგების დამოუკიდებლად და გონივრულად შეფასების უნარი. ეს აზრი უნდა დაადასტუროს ერთმა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მაინც. ამავე დროს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება პაციენტს, თუ ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგი არ არის.

2.პატიმრის ან დაკავებულის მიერ საკვების მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს პატიმარს ან დაკავებულს საკვების მიღებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, აგრეთვე აცნობოს მას, გაუწევს თუ არა იგი სამედიცინო მომსახურებას შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში.

3.თუ პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა. გადაწყვეტილებას ამის თაობაზე იღებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი. გადაწყვეტილების მიღებაზე არ უნდა იქონიოს გავლენა მესამე პირის მოსაზრებებმა, რომლისთვისაც პაციენტის კეთილდღეობა არ არის მთავარი.

4.თუ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოშიმშილე პატიმარი ან დაკავებული უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პასუხს არ აგებს. თავი VII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოების მოვალეობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და მას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის აზრით, შესწევს საკვების მიღების ნებაყოფლობით შეწყვეტის შედეგების დამოუკიდებლად და გონივრულად შეფასების უნარი. ეს აზრი უნდა დაადასტუროს ერთმა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მაინც. ამავე დროს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება პაციენტს, თუ ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგი არ არის. 2. პატიმრის ან დაკავებულის მიერ საკვების მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს პატიმარს ან დაკავებულს საკვების მიღებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, აგრეთვე აცნობოს მას, გაუწევს თუ არა იგი სამედიცინო მომსახურებას შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში. 3. თუ პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა. გადაწყვეტილებას ამის თაობაზე იღებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი. გადაწყვეტილების მიღებაზე არ უნდა იქონიოს გავლენა მესამე პირის მოსაზრებებმა, რომლისთვისაც პაციენტის კეთილდღეობა არ არის მთავარი. 4. თუ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოშიმშილე პატიმარი ან დაკავებული უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პასუხს არ აგებს. თავი VII. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოების მოვალეობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 17 ივნ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 54შემდეგი მუხლი 56

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №33

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 54აკრძალვები
  • 6დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა
  • 59სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 52¹²
  • 52¹⁵
  • 3

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

  • 18

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 23
  • 18

პენიტენციური კოდექსი

  • 111ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 6პაციენტის უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 30მიუკერძოებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54659182318652¹²52¹⁵33011155
მნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…პაციენტის უფლებების შე…პენიტენციური კოდექსიფსიქიკური ჯანმრთელობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026