ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

მუხლი 18

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება: ა) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ნიმუშის, პარტიის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლის საფირმოემბლემიანი, სავაჭრონიშნიანი ნებისმიერი საგნის საჩუქრად მიღება; ბ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისათვის ან გამსაღებლისათვის ორსული ქალების, აგრეთვე ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა დედების ვინაობისა და მისამართის გადაცემა; გ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ფინანსური სახსრების მიღება, თუ ისინი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.

2.აკრძალულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო, პრაქტიკული ან სხვა სახის შეხვედრის (ყრილობა, კონფერენცია, სესია, სიმპოზიუმი და სხვა), მივლინების, სტაჟირების, უწყვეტი სამედიცინო განათლების, აგრეთვე სამედიცინო ასოციაციის საქმიანობის სპონსორობა, თუ იგი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54619844¹159⁴9¹69¹293638718
მნიშვნელობით ახლოსბავშვთა ბუნებრივი კვებ…რეკლამის შესახებადამიანის ორგანოთა გად…ბავშვის უფლებათა კოდექ…საექიმო საქმიანობის შე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა