საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
მუხლი 53
პირმა, რომელიც გადის შემოწმებას დაწესებულებაში, უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ხოლო დასაქმებულმა – ცნობა სამუშაო ადგილიდან, სამუშაოს ხასიათისა და პირობების მითითებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
