„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს:
1.შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).
2.უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი (დანართი №2). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 20.02.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 01.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 09.02.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №110 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.

