აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირედაქციების შედარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულიგანსაკუთრებულ ცენტრიაგამგებლობას ქალაქიმიეკუთვნება: ბათუმი.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება; დ) განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების შექმნა და მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობა; ე) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკები და მუზეუმები; ვ) ტურიზმი, კულტურა და სპორტი; ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობა და ურბანული განვითარება; თ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და სხვა კომუნიკაციები; ი) სანიტარია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა; კ) სოფლის მეურნეობა და სამონადირეო საქმე; ლ) სურსათი და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი; მ) ბაზრობები, ბაზრები და გამოფენები; ნ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის დამტკიცება და შესრულების კონტროლი; ო) საქართველოს კანონებით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახური; რ) სატყეო მეურნეობის მართვა; ს) სახანძრო დაცვა.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
