აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 1 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული.

2.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და ამ კონსტიტუციას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესრულება.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე.

4.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სოხუმი.

5.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ზრუნავს ქართული და აფხაზური ენების ყოველმხრივი განვითარებისთვის.

6.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები დადგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული. 2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და ამ კონსტიტუციას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესრულება. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა განისაზღვრება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სოხუმი. 5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ზრუნავს ქართული და აფხაზური ენების ყოველმხრივი განვითარებისთვის. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები დადგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 11 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 6 ივლ. 2001 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
281 (და…221412113121
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო ენის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა