აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 20 (დანართი 1). უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან  უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

2.უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.

3.დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს, იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება.

4.უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. თავი IV. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 20 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36¹23 (დ…17 (დ…25 (დ…63481327820 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…ავტონომიურ რესპუბლიკაშ…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა