Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 7

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

2.უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: ა) უმაღლეს საბჭოს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3.უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღის ვადაში ამზადებს შესაბამის დასკვნას. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

4.ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია, უფლებამოსილების ცნობიდან 7 დღის ვადაში შეწყვიტოს უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 10 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება რეგლამენტით დადგენილი წესით.

5.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

6.უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე განწესების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით შეუწყდება მას  ვადამდე უფლებამოსილება.

7.უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია უმაღლესი საბჭოს წევრი), უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

8.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში, არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

9.თუ უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

10.უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს ცნობას უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

11.თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

12.უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 72-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.  უმაღლესი საბჭოს ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 11უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 10უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 48საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 66⁴დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 20უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
201164866⁴6101472112114797
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026