საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

მუხლი 10³. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნა და თანამდებობებიდან გათავისუფლება

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობებზე ნიშნავს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2.საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურების შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისთვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი/მისი მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) ან შინაგანაწესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ან თუ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც თანამდებობიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს/მის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5401 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №317 - ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ივნ. 1999 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 თებ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192610²10¹1010¹79334326292310³
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …საჯარო სამსახურის შესა…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა